18-25 ოქტომბერს ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) რიგით 28-ე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს თმის აღდგენითი ქირურგიის სფეროში წლის ყველაზე მაშტაბურ მოვლენას. წინა წლებისგან განსხვავებით კონფერენცია ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, კონგრესში მონაწილეობას ღებულობდა 700-მდე მონაწილე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

      კონფერენცია საინტერესო იყო მრავალი ინოვაციური მოხსენებით, პროგრამის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგენერაციული მედიცინა, მოწვეულმა ექსპერტებმა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წარადგინეს  კვლევის ახალი შედეგები თმის ღეროვანი უჯრედების სტუმულაციისა და მულტიპლიკაციის  დღეისათვის მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით.

     სიამაყით ვაცხადებთ, რომ კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელმა სალომე ვადაჭკორიამ მოხსენება წარადგინა კონგრესის გენერალური სესიის სწორედ რეგენერაციული მედიცინისათვის მიძღვნილ განყოფილებაზე.    მოხსენება შეეხო ჩვენს კლინიკაში ჩატარებულ კვლევას, ექიმების ნინო და სალომე ვადაჭკორიების მიერ, კლინიკის დირექტორ ბატონ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით.  სამეცნიერო ნაშრომი  შეეხო მამაკაცური ტიპის თმის ცვენის მკურნალობის ინოვაციური მიდგომას, თმის ღეროვანი უჯრედების სტიმულაციის ახლად აღმოჩენილი, კლინიკა თალიზში დაპატენტებული მეთოდის საშუალებით. იმედს გამოვთქვამთ რომ მკურნალობის ახალი მეთოდი ახლო მომავალში გახდება ხელმისაწვდომი ჩვენი პაციენტებისათვის.

Add Your Comment